გერმანიაში კორონავირუსის 11 040 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:56, 19.05.2021

ბოლო 24 საათში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11 040-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 284 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 614 000 შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, ქვეყანაში 86 665 შეადგინა.

მსგავსი