გერმანიაში გარდაიცვალა ცურვაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი როლანდ მატესი. ის 69 წლის იყო, – იტყობინება გაზეთი „ბილდი“. მატესი 20 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მატესმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში ორი ოქრო მოიგო მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე. კიდევ ორი ოქრო 1972 წელს, მიუნხენის თამაშებზე მოიპოვა. ის, აგრევე, ოთხგზის ოლიპიური პრიზიორი იყო და სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მატესმა 16 გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, რის გამოც მეტსახელი მოუგონეს – „ცურვის როლს-როისი“.
გერმანელი ცურვის დიდების დარბაზის წევრია.