გერმანია ერთა ლიგაზე ისევ მოუგებელია, ანსუ ფატიმ სუპერმატჩი ჩაატარა, ერთა ლიგა 2020-2021, II ტური - კვირის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
გერმანია ერთა ლიგაზე ისევ მოუგებელია, ანსუ ფატიმ სუპერმატჩი ჩაატარა, ერთა ლიგა 2020-2021, II ტური - კვირის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

* ესპანეთის ნაკრები პირველი გუნდია, რომლის რიგებშიც ერთ მატჩში გოლი გაიტანა XXI საუკუნეში დაბადებულმა ორმა ფეხბურთელმა – ანსუ ფატიმ და ფერან ტორესმა.

* სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებში მესამე დუბლი შეასრულა.

* ესპანეთს უკრაინასთან ექვსმატჩიანი წაუგებელი და ხუთმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

* სერხიო რეგილონმა ოთხი საგოლე შანსი შექმნა – ყველაზე მეტი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს შორის.

* 17 წლისა და 311 დღის ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. ის აგრეთვე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ერთა ლიგაზე გაუტანია.

* ანსუ ფატი არის:

გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი „ბარსელონას“ ისტორიაში;

გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში;

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგას მატჩში ორზე მეტი გოლი გაიტანა;

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგას მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა;

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში გოლი გაიტანა.

* ანსუ ფატიმ პირველად ითამაშა ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. მისი სტატისტიკა:

1 გოლი

6 დარტყმა

2 ზუსტი დარტყმა

2 საგოლე შანსის შექმნა

6 დრიბლინგი

10 შეხება მეტოქის საჯარიმოში

1 გამომუშავებული პენალტი

* ერთა ლიგაზე შვიდ ქვეყანას არ მოუგია მატჩი: ლატვიას, ანდორას, მალტას, სან მარინოს, ლიეტუვას, ირლანდიასა და… გერმანიას.

* შვეიცარიის სასტარტო შემადგენლობაში უფრო მეტი ფეხბურთელი იყო ბუნდესლიგიდან, ვიდრე გერმანიის შემადგენლობაში: ექვსი სამის წინააღმდეგ.

* ბერნდ ლენომ 2017 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ, პირველად ითამაშა გერმანიის ნაკრებში.

 

A ლიგა

IV ჯგუფი

ესპანეთი-უკრაინა  4:0

გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (3-პენ), 2:0 სერხიო რამოსი (29), 3:0 ფატი (32), 4:0 ფ. ტორესი (84)

ესპანეთი: დე ხეა – ხესუს ნავასი, სერხიო რამოსი (61. ე. გარსია), პაუ ტორესი, რეგილონი – ოლმო, როდრი (69. ოსკარი), ტიაგო ალკანტარა, მერინო – ფატი, მორენო (74. ფერან ტორესი).

 

 

შვეიცარია-გერმანია 1:1

გოლები: 0:1 გიუნდოგანი (14), 1:1 ვიდმერი (58)

გერმანია: ლენო – გინტერი, ზიულე (62. ტა), რიუდიგერი – კერერი, გიუნდოგანი, კროოსი, გოსენსი (78. ემრე ჯანი) – დრაქსლერი – სანე (46. ბრანდტი), ვერნერი.

  1. ესპანეთი – 4 ქულა
  2. უკრაინა – 3
  3. გერმანია – 2
  4. შვეიცარია – 1

 

B ლიგა

III ჯგუფი

უნგრეთი-რუსეთი   2:3

გოლები: 0:1 ან. მირანჩუკი (15), 0:2 ოზდოევი (34), 0:3 ფერნანდეში (46), 1:3 შალაი (62), 2:3 ნიკოლიჩი (70)

 

სერბეთი-თურქეთი 0:0

გაძევება: კოლაროვი (49. სერბეთი)

 

  1. რუსეთი – 6 ქულა
  2. უნგრეთი – 3
  3. თურქეთი – 1
  4. სერბეთი – 1

 

IV ჯგუფი

უელსი-ბულგარეთი 1:0

გოლი: 1:0 ნ. უილიამსი (90+4)

 

ირლანდია-ფინეთი  0:1

გოლი: 0:1 იენსენი (64)

 

  1. უელსი – 6 ქულა
  2. ფინეთი – 3
  3. ირლანდია – 1
  4. ბულგარეთი – 1

 

C ლიგა

III ჯგუფი

სლოვენია-მოლდოვა                                      1:0

გოლი: 1:0 ბოჰარი (28)

 

კოსოვო-საბერძნეთი                                      1:2

გოლები: 0:1 ლიმინოსი (2), 0:2 სიოვასი (51), 1:2 ბერიშა (82)

 

  1. საბერძნეთი – 4 ქულა
  2. სლოვენია – 4
  3. კოსოვო – 1
  4. მოლდოვა – 1

 

D ლიგა

I ჯგუფი

ანდორა-ფარერები   0:1

გოლი: 0:1 კ. ოლსენი (31)

 

მალტა-ლატვია         1:1

გოლები: 1:0 ნვოკო (15), 1:1 გიომიერი (25-საკ. კარში)

 

  1. ფარერები – 6
  2. ლატვია – 2
  3. მალტა – 1
  4. ანდორა – 1