გერმანიამ და იტალიამ გოლები გაცვალეს, უნგრეთმა ინგლისს 60 წლის შემდეგ პირველად მოუგო - ერთა ლიგა, A დივიზიონი, მე-3 ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* გერმანიამ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. მანამდე გუნდს რვამატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა ბურთების შეფარდებით – 33:2.
* ჰანს-დიტერ ფლიკს გერმანიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის რანგში რვა მოგება და ორი ფრე აქვს. ამ პოსტზე პირველი 10 მატჩი არ წააგეს ზეპ ჰერბერგერმა და იუპ დერვალმა.
* თომას მიულერმა 113-ე მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრებში და დაეწია ფილიპ ლამს. ისინი ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილს იყოფენ.
* იტალიას ბოლო რვა მატჩში ორი მოგება აქვს.
* ვილფრიდ ნიონტო 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, ვინც იტალიის ნაკრებში ითამაშა.
* უნგრეთმა 1962 წლის შემდეგ პირველად მოუგო ინგლისს. მას შემდეგ იყო 12 წაგება და სამი ფრე.
* გარეტ საუტგეიტს ნაკრების მწვრთნელის რანგში 11 მატჩი აქვს წაგებული და აქედან ხუთი.
უნგრეთი-ინგლისი 1:0
გოლი: 1:0 შობოშლაი (66-პენ)
ინგლისი: პიკფორდი, ალექსანდერ-არნოლდი (62. ჯეიმსი), უოკერი (62. სტოუნზი), კოუდი (79. ფილიპსი), მაგუაირი, ჯასტინი (46. საკა), რაისი, ბელინგემი, მაუნტი (62. გრილიში), კეინი, ბოუენი.
იტალია-გერმანია 1:1
გოლები: 1:0 პელეგრინი (70), 1:1 კიმიხი (73)
იტალია: დონარუმა, ფლორენცი, აჩერბი, ბასტონი, ბირაგი (80. დიმარკო), კრისტანტე, ფრატეზი (86. რიჩი), ტონალი (80. პობეგა), პელეგრინი, პოლიტანო (65. ნიონტო), სკამაკა (85. კანჩელიერი).
გერმანია: ნოიერი, ჰენრიხსი (59. ჰოფმანი), რიუდიგერი, ზიულე, კერერი, გორეტცკა (69. გიუნდოგანი), გნაბრი (80. რაუმი), კიმიხი, მიულერი (70. ჰავერტცი), ვერნერი, სანე (59. მუსიალა).