გერმანიის მოსახლეობის მეოთხედზე მეტს არ აინტერესებს ევრო 2024.
ასეთია იმ გამოკითხვის შედეგი, რომელიც ტელეკომპანია ARD-მ ჩაატარა.
კერძოდ, ირკვევა, რომ გერმანელი მოქალაქეების 27 პროცენტს არანაირი ინტერესი არ გააჩნია კონტინენტის პირველობის მიმართ.
43-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია ევრო 2024-ით, 28 პროცენტს გერმანიაში გასამართი საფეხბურთო ტურნირი მეტ-ნაკლებად აინტერესებს.
ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.