გერმანელმა პარალიმპიელმა სიგრძეზე ხტომაში რეკორდი დაამყარა - მისი შედეგი ოლიმპიადის მოგებას ეყოფოდა [ვიდეო]
გერმანელმა პარალიმპიელმა სიგრძეზე ხტომაში რეკორდი დაამყარა - მისი შედეგი ოლიმპიადის მოგებას ეყოფოდა [ვიდეო]

გერმანელმა სიგრძეზე მხტომელმა მარკუს რემმა მაღალი შედეგი აჩვენა ტოკიოს ტურნირზე. პარალიმპიელმა სპორტსმენმა მარჯვენა ხელის ნაცვლად კარბონის პროთეზით რვა მეტრსა და 50 სანტიმეტრზე გადახტა სატესტო ტურნირზე, რომელიც იაპონიის დედაქალაქში გაიმართა.

რემი ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია. მას ეკუთვნის მსოფლიოს რეკორდი ამ დისციპლინაში – რვა მეტრი და 48 სანტიმეტრი. ასე რომ, ტოკიოში რემმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა, მაგრამ ეს შედეგი არ ჩაითვლება ტურნირის დაბალი სტატუსის გამო.

თავისი სარეკორდო ნახტომისას, რემი კინაღამ ქვიშიან ორმოს გადაახტა. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი – 8.50 მეტრი გერმანელს ეყოფოდა იმისთვის, რომ ოქროს მედალი მოეპოვებინა ზაფხულის ბოლო სამ ოლიმპიადაზე.