გერმანელმა ფეხბურთელმა MLS-ის მატჩში მე-16 წუთისთვის ჰეთ-თრიკი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნეშვილის“ გერმანელმა ფეხბურთელმა ჰანი მუხთარმა „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) ახალი რეკორდი დაამყარა – „ჩიკაგოსთან“ საშინაო მატჩის მე-16 წუთისთვის მან ჰეთ-თრიკი შეასრულა.
შეხვედრა „ნეშვილმა“ 5:1 მოიგო. მუხთარმა თავი გამოიჩინა მე-10, მე-13 და მე-16 წუთებზე.
„ნეშვილში“ გადასვლამდე მუხთარი თამაშობდა „ჰერტაში“, „ბენფიკაში“, „ზალცბურგსა“ და „ბრონდბიუში“. ჰანის მამა სუდანელია, დედა – გერმანელი. თავის დროზე, ის გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა.