გერმანელი პილოტის საშინელი ავარია ფორმულა 3-ში [ვიდეო]
გერმანელი პილოტის საშინელი ავარია ფორმულა 3-ში [ვიდეო]

გერმანელი პილოტი ქალი, სოფია ფლერში საავადმყოფოში მოხვდა უმძიმესი ავარიის შემდეგ, რომელსაც ჩინეთის მაკაოში ფორმულა 3-ის რბოლის დროს ჰქონდა ადგილი – იტყობინება ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია.

17 წლის ავტომრბოლმა ბოლიდზე კონტროლი დაკარგა, 200 კილომეტრი/საათი სიჩქარით შეეხო სხვა მანქანას, გადააფრინდა ბარიერს და ფოტოგრაფების ჯიხურს შეეჯახა.

 

ფლერში გონებაზე იყო, როცა კლინიკაში მიიყვანეს. წერენ, რომ მას ხერხემლის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს და ორშაბათს ოპერაციას ჩაუტარებენ.
რბოლა ერთი საათით შეწყდა. ინციდენტისას კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა საშიში არ არის.