გერმანელი სამთო მოთხილამურის, თომას დრესენის უმძიმესი ტრავმით აღინიშნა აშშ-ის კურორტ ბივერ-კრიკში მსოფლიოს თასის ეტაპისწინა ოფიციალური ვარჯიში. 25 წლის სპორტსმენი საათში 100 კილომეტრი სიჩქარისას ტრასაზე დაეცა და დამცავ ბარიერს შეეჯახა. დრესენმა მხოლოდ სამედიცინო პერსონალის დახმარებით შეძლო წამოდგომა.
როგორც სააგენტო AFP წერს, დრესენს მარჯვენა მუხლის წინა და უკანა ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდგინეს. ამიტომაც, აღდგენა რამდენიმე თვეს დაიკავებს და დრესენი ამ სეზონში ვეღარ გამოვა მსოფლიოს თასის ეტაპებზე.