გერმანელი ფეხბურთელი ავსტრალიაში ზვიგენების მსხვერპლი გახდა
გერმანელი ფეხბურთელი ავსტრალიაში ზვიგენების მსხვერპლი გახდა

გერმანელი ფეხბურთელი ერიკ ბრიგიტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კლუბ „ჰასტინგს ბრონკოსში” გამოდიოდა, ავსტრალიაში არდადეგებისას ტრაგიკულად დაიღუპა.

21 წლის ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად კლდიან ნაპირზე სეირნობდა, ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. დინებამ ბრიგიტი ზღვაში გაიტაცა, სადაც ფეხბურთელს სამი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს. მტაცებლებმა სასიკვდილოდ დაგლიჯეს გერმანელი.

ბრიგიტის სხეული ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ, 5 იანვარს აღმოაჩინეს.