გერმანელებს ქუთაისის „ტორპედოს“ მრავალწლიანი იჯარით შეძენა სურთ
გერმანელებს ქუთაისის „ტორპედოს“ მრავალწლიანი იჯარით შეძენა სურთ
„საბურთალოსთან“ თასის ნახევარფინალური შეხვედრის წაგების (0:2) შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
 
„ვულოცავ „საბურთალოს“ ფინალში დამსახურებულად გასვლას. ჩემს ფეხბურთელებს კი მადლობას ვუხდი ბრძოლისთვის. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა – სულ ჩვენ ხომ არ გავალთ ფინალში. ჩვენ კი ვალდებულები ვართ გამოვიდეთ და ვითამაშოთ“ – ამბობს ჩხეტიანი.
ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა პოტენციურ ივესტორთან, ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერთან, უზბეკ ბიზნესმენ კაზიმ არიფოვთან შეხვედრის დეტალებზე ილაპარაკა: „გუშინ მათ პირადად მე შევხვდი. „ტორპედოსადმი“ გერმანელების ინტერესი ძალიან დიდია. ხვალ უნდა შევხვდეთ ქალაქის მერიას. მათ სურთ „ტორპედო“ მრავალწლიანი იჯარით შეიძინონ თავისი აკადემიითა და სხვა ყველაფრით… ვფიქრობ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელს არაფერი შეუშალის“.