გეორგი ივანოვი - გარემოებებიდან გამომდინარე, დღეს ფრე მისაღები შედეგი იყო #1TVSPORT
გეორგი ივანოვი - გარემოებებიდან გამომდინარე, დღეს ფრე მისაღები შედეგი იყო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი (0:0) ბულგარეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გეორგი ივანოვმა შეაფასა.

„ჩვენს გუნდს სამწუხაროდ, 5 უძლიერესი მოთამაშე აკლდა. ჩვენი მონახაზი იყო, კონტრშეტევებზე გვეთამაშა და მეტოქის სისუსტეებით გვესარგებლა. ეს იყო ჩვენი ტაქტიკა.

მოვახდინეთ თუ არა რეაბილიტაცია პირველი წაგების შემდეგ? დღევანდელი შედეგი დანაკლისის გათვალისწინებით მიუღებელი არ იყო. საკადრო პრობლემების გამო, შევეცადეთ, დაცვა მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა.

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელმაც რაზგრადში მოგვიგო. ამის და იმ ფაქტებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რომელშიც თამაში ჩვენს გუნდს მოუხდა, დღეს ფრე მისაღები შედეგი იყო.

კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, რომლის თანადგომითაც ნედელევს სწრაფი რეაბილიტაციის საშუალება მიეცა. ტოდორი უკვე კონტაქტურია, აქ ნაკრების ექიმი დარჩება. ორშაბათს მისი ოჯახის წევრები ჩამოვლენ. დღეს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.“