გენტმა ქულა გადაარჩინა - ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა
გენტმა ქულა გადაარჩინა - ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა

ბელგიის ჯუპილერ ლიგის მე-17 ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითააისგენტი“ სტუმრად „ლოკერენს“ შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში ქულის გადარჩენა მოახერხა.

ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქვილითაიამ კი ტრავმამ მოირჩინა, მაგრამ მოედანს მხოლოდ ახალი წლის შემდეგ დაუბრუნდება.

ლოკერენი“ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაწინაურდა. 65-ე წუთზე მასპინძლებმა „გენტის“ კარი მეორედ აიღო. გიორგი ჩაკვეტაძეს „ლოკერენის“ მცველები მჭიდროდ მეურვეობდნენ, მაგრამ ერთ ეპიზოდში თავის გამოჩენა მაინც მოახერხა. 19 წლის შემტევი ნახევარმცველი 58-ე წუთზე ორი მცველს გაცდა და კარის წინ სტალონე ლიმბომბე დატოვა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ მცველმა და მეკარემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს და მასპინძლები გადაარჩინეს.

თუმცა, „გენტმა“ თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხა. 87-ე წუთზე სტუმართა ნორვეგიელმა ლეგიონერმა, სიგურდ როსტედმა ჯერ სხვაობა შეამცირა, 89-ე წუთზე კი დილან ბრუნმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, „ქართველების გუნდმა“ ქულა მოიპოვა 2:2.