ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ”გენტმა” გასვლაზე “ვაასლანდ-ბევერენი” 2:1 დაამარცხა და ამაში დიდი როლი გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა. “გენტის” 18 წლის ქართველი შემტევი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, ბოლო წუთზე რომან იარემჩუკს საგოლე პასი გაუკეთა და გუნდმა 2:1 მოიგო.
გიორგის ”გენტში” სულ შეცვლაზე ათამაშებენ. ამის მიუხედავად, ყურადღებას მაინც იქცევს, ბელგიაში საკმაოდ კარგი პრესა აქვს და “ტოპ-ტალანტად” და “ვუნდერკინდად” არის მონათლული.
”გენტს” დიდი გეგმები გააჩნია – გუნდი მასზე უნდა ავაშენოთ” – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws.be-მ წერილი ქართველ ფეხბურთელზე.
“ივ ვანდერჰააგეს “გენტი” ქულების დაგროვებას აგრძელებს. ბოლო ტურში, შაბათს, “ვაასლანდ-ბევერენთან” გამარჯვება გუნდმა მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლო. თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა გუნდს კიდევ ერთხელ მოაგებინა. მაგრამ “გენტის” ვარსკვლავი ამჯერად 18 წლის ქართველი ფლეიმეიკერი იყო. ის მხოლოდ უკრაინელის დამსახურებით არ გამოჩნდა. შემტევი ნახევარმცველი საგოლე მომეტებს ქმნიდა.
კლუბში ჩაკვეტაძე დიდი გეგმებს უკავშირებენ. ის “გენტმა” უძრავი ქონების აგენტის, როჯერ ანროტეს რჩევით აიყვანა, რომელიც ტალანტების აღმოჩენის ნიჭით არის ცნობილი. ჩაკვეტაძე ბელგიურმა გუნდმა სულ რაღაც 800 ათას ევროდ შეიძინა, მალე კი ძვირადღირებული მოთამაშე გახდება.
” ჩაკვეტაძე “გენტის” მომავალი 10 ნომერია და ჩვენი განზრახვაა, რომ გუნდი მის ირგვლივ ავაშენოთ. ზაფხულში გიორგის საფასურად 15 მილიონი ევროც რომ შემოგვთავაზონ, ამ შემთხვევაშიც არ გავუშვებთ. ქართველი კიდევ ერთი ან ორი წლით უნდა შევინარჩუნოთ” – ამბობს “voetbalnieuws.be”-სთან “გენტის” ტექნიკური დირექტორი, მიშელ ლუვეგი.