„გენტი“ ქვილითაიაში მილიონ ევროს ითხოვს, „ანორთოსისი“ ქეცბაიასა და ოქრიაშვილის შენარჩუნებას ცდილობს #1TVSPORT
რა ბედი ელით ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველ მწვრთნელს და ფეხბურთელებს? ამის შესახებ philenews-მა საინტერესო ინფორმაციები გამოაქვეყნა.
ქეცბაიასთან თანამშრომლობის შანსი არსებობს
სეზონის ბოლოს, „ანორთოსისში“ მთავარი თემა თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაფორმებით შემოიფარგლებოდა. საქმე ეხებოდა მისი კონტრაქტის განახლებას ან გაუქმებას. გუნდის პრეზიდენტის, ევგენიოს ჰამბულასის მეშვეობით, ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ ეპოვა ოქროს თანაფარდობა ქართველ მწვრთნელთან და მიუხედავად თავდაპირველი უთანხმოებისა, ახალი თანამშრომლობის ხელმოწერის შანსი არსებობს.
ოქრიაშვილის დათანხმებას შეეცდებიან
კვიპროსის თასის ფინალის შემდეგ, მომავალი სეზონის დაგეგმვა დაიწყება. გუნდის პრეზიდენტმა დაადასტურა თორნიკე ოქრიაშვილის განზრახვა, რომ მას კარიერის უცხოურ გუნდში გაგრძელება სურს. ამასთან, ფამაგუსტას გუნდში ამ საკითხს გადაწყვეტილად არ მიიჩნევენ და სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ ისინი კვლავ შეეცდებიან, ქართველი გარემარბი ხელმოწერაზე დაითანხმონ.
მილიონი ქვილითაიაში
ქვილთაიას საქმესთან დაკავშირებით, „გენტი“ აპირებს, ქართველი შემტევის მყიდველი გუნდი მოძებნოს და შვიდციფრიან თანხას, 1 000 000 ევროს ითხოვს. „ანორთოსისში“ რომ დარჩეს, შემდეგი გარემოება უწყობს ხელს – 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესყიდვისადმი ინტერესის ნაკლებობაა და „გენტი“, შესაძლოა, იჯარას მეორედ დათანხმდეს.
კაჭარავა, ალბათ, დაბრუნდება
ნიკა კაჭარავას პოზნანის „ლეხში“ სესხი უმთავრდება და პოლონელები დიდი სურვილს არ გამოხატავენ, რომ სეზონის ბოლოს სატრანსფერო უფლების გამოსყიდვით ისარგებლონ და 200-250 ათასი ევრო გადაიხადონ.