გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ვერცლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ფალავანი ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს შეხვდა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზეს ახალგაზრდა მოჭიდავეებმა გიორგი სულავამ და მირიან მაისურაძემ. სულავამ სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 16:5 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მირიან მაისურაძემ კი გამოცდილ მოლდოველ გეორგი რუბაევს 7:2 სძლია და მესამე ადგილზე გავიდა.
უნგრეთის დედაქალაქში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მთლიანობაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე 1 აპრილიდიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. ქართველი სპორტსმენები ათივე წონით კატეგორიაში გამოვლენ.