გენო პეტრიაშვილმა ჩინელი მეტოქე დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდნენ.

გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. გენოს მეტოქე ნახევარფინალში ირანელი ზარე  იქნება, რომელმაც კოსოვოელ შალას დამაჯერებლად სძლია.

ქართველი ფალავანი პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ანგარიშით 11:0 დაამარცხა.

 

1/8 ფინალი

პეტრიაშვილი VS აბდელმოტალები

გენოს მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული კი ბადის სხვა მხარესაა, პირველი შეხვედრა ტაჰამაც მოიგო, თუმცა 1/4 ფინალში 21 წლის ამერიკელ სტივენსონთან 0:8 დათმო. ეს თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის მთავარი სენსაციაა.

შეგახსენებთ, რომ მოჭიდავეთა ტურნირზე ავთანდილ კენჭაძე პირველი წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. იტალიელის ფინალში გასვლის შემთხვევაში, კენჭაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლება.

ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.