გენო პეტრიაშვილის კლუბი „ირან მოლლი“ ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია
გენო პეტრიაშვილის კლუბი „ირან მოლლი“ ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია

ირანში თავისუფალ ჭიდაობაში ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი იწყება და 1/2 ფინალები, ფინალი და შეხვედრა მესამე ადგილისთვის გაიმართება. ირანის წლევანდელი ჩემპიონის ტიტულისთვის მასპინძლებთან და სხვადასხვა ქვეყნის ათლეტებთან ერთად ქართველებიც იბრძვიან. გამარჯვების ერთ-ერთი პრეტედენტია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ გენო პეტრიაშვილის კლუბი თეირანის „ირან მოლი“. ასევე 1/2 ფინალშია კიდევ ერთი ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონის – ბექა ლომთაძის (61) თეირანისავე „აზადი“, სადაც მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი, ოღონდ უკვე აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ევროპის სამგზის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილიც (57) გამოდის.

„ირან მოლი“ ერთი კვირის წინ უკვე გახდა ირანის ჩემპიონი, ოღონდ – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამით კლუბმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა, რომელიც დეკემბერში ასევე ირანში ჩატარდება.