გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ფალავანთა შორის მესამე მოჭიდავედ დაასახელეს
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფალავანთა შორის მესამე მოჭიდავედ დაასახელეს.
მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები ამჯერად საუკეთესოს საკუთარი კრიტერიუმებით ასახელებენ. წარმატებულებს გარკვეულ ტურნირებზე მოპოვებული ადგილების მიხედვით ქულები ეწერებათ და საუკეთესო ვლინდება.
საქართველოს ნაკრების ლიდერი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ქართველ მოჭიდავეთაგან ერთადერთია, ვინც საუკეთესო სამეულში დასახელდა. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ზედიზედ სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ამჯერად მესამე ადგილზე გავიდა.
მსოფლიოს საუკეთესო ფალავანი იტალიის ნაკრების ნატურალიზირებული კუბელი ფალავანი ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ფრენკ მარკეზ ჩამიზო გახდა, მეორე ადგილზე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამერიკელი ჯეიდენ კოქსი გავიდა.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2019 წლის სეზონის საუკეთესო მოჭიდავე უნგრელი ვიქტორ ლორინცი (87) გახდა. ქალთა შორის კი წლის საუკეთესო ფალავნად მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ამერიკელი ტამირა მენსაჰი (68) დაასახელეს.