გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი რომის ტურნირის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
იტალიის დედაქალაქ რომში სტარტი აიღო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის სარეიტინგო ტურნირმა.
შეჯიბრების პირველ დღეს ფინალში ორ ქართველს – გენო პეტრიაშვილს (125კგ) და გივი მაჭარაშვილს (97კგ) ვიხილავთ, ელიზბარ ოდილკაძე (97კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი
61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი და გიორგი ღონიაშვილი
65 კგ – ბექა ლომთაძე და თორნიკე ქათამაძე 70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი 74 კგ – ოთარ ბაგაური და დიმიტრი ჯიოევი 79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე, გიორგი სულავა და ევსემ შველიძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე და ზაურ ბერაძე
92 კგ – მირიან მაისურაძე და საბა ჩიხრაძე
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე და გივი მაჭარაშვილი
125 კგ – გენო პეტრიაშვილი
დარჩენილ რვა წონაში მედლები ხვალ – 25 ივნისს გათამაშდება.