გენერალური მენეჯერები გოლდენ სტეიტის ჩემპიონობას წინასწარმეტყველებენ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის წინ, NBA-ის ოფიციალურმა გვერდმა გენერალური მენეჯერების გამოკითხვა ჩაატარა. მათმა 87-მა პროცენტმა იწინასწარმეტყველა, რომ 2018-19 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ჩემპიონობას შეინარჩუნებს. შარშან, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, მაშინ „მეომრების“ გამარჯვებას 93 პროცენტი პროგნოზირებდა.
„ჰიუსტონისა“ და „ბოსტონის“ შანსები დაახლოებით 7-7 პროცენტით შეფასდა. გენერალურ მენეჯერებს „გოლდენ სტეიტის“ კონკურენტებად მხოლოდ ეს ორი გუნდი მიაჩნიათ.