გენდერული განუკითხაობა - ნეიმარის ხელფასი 1693 ქალი ფეხბურთელის ერთად აღებულ შემოსავალს აღემატება
ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იმ გენდერულ დისკრიმინაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მსოფლიო სპორტში და კერძოდ, ფეხბურთში არსებობს. გამოცემა მიუთითებს მამაკაცებთან შედარებით, ქალთა წამყვან სპორტულ ლიგებში დაბალ ხელფასებზე.
ბრიტანელების აზრით, უსამართლობის ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა – „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი.
პარიზელებთან კონტრაქტის მიხედვით, ბრაზილიელი წელიწადში 36.7 მილიონ ევროს იღებს. მისი ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, აშშ-ის, შვედეთის, ავსტრალიისა და მექსიკის ლიგებში მოთამაშე 1693 ქალი ფეხბურთელის ერთად აღებული ხელფასი.
ცნობისთვის, ჩოგბურთია სპორტის პირველი სახეობა, რომელმაც გაათანაბრა საპრიზო თანხები მამაკაცებსა და ქალებს შორის.