გელაშვილმა „სპეციაში“ შეუცვლელად ითამაშა - დავითაშვილის „ბორდომ“ მოგების შანსი ხელიდან გაუშვა #1TVSPORT
გელაშვილმა „სპეციაში“ შეუცვლელად ითამაშა - დავითაშვილის „ბორდომ“ მოგების შანსი ხელიდან გაუშვა #1TVSPORT

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-11 ტურში ბუდუ ზივზივაძისკარლსრუე“ „ზანქტ პაულს“ ესტუმრა და თამაში იღბლიანად დაიწყო. ქართველის გუნდი 43-ე წუთზე მატანოვიჩის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი კვლავ შეცვლაზე, 79-ე წუთიდან ათამაშეს.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „როდეზს“ უმასპინძლა და მოგების შანსი ვერ გამოიყენა – 2:2. ქართველი შემტევი მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა. „ბორდო“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ორი გოლი გაუშვა. მატჩის ბოლოს „როდეზს“ ორი მოთამაშე გაუგდეს, მაგრამ „ბორდომ“ მესამე გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.

ივა გელაშვილმა „სპეციას“ ფორმა მოირგო „კოჩენცასთან“ შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. 22 წლის ქართველმა მცველმა, რომელსაც აქამდე გუნდში ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.