იტალიის სერია B-ში ივა გელაშვილის „სპეციამ“ „მოდენას“ უმასპინძლა და მატჩის გადარჩენა ქართველი ლეგიონერის გოლით, შეხვედრის მიწურულს, 90+2 წუთზე მოახერხა.
გელაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველი ლეგიონერისთვის მატჩი თავიდან უიღბლოდ დაიწყო – გელაშვილის გამო, „სპეციას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პალუმბომ ზუსტად გამოიყენა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყველეტილი იყო, როცა ივა გელაშვილმა საკუთარი შეცდომა 90+2 წუთზე გამოასწორა და მატჩის დასასრულს ანგარიში გაათანაბრა -1:1.
იტალიის რანგით მეორე ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერის კლუბი 17 ქულით აუტსაიდერთა ზონაშია, „სპეციას“ დღევანდელ მეტოქეს, „მოდენას“ კი 28 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.