„შევარდენი 1906“-ს გელა სანაია გაწვრთნის. ინფორმაცია პირველ არხს კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დიმიტრი ბარათაშვილმა დაუდასტურა.
„ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გელა სანაია გამოცდილი და კარგი სპეციალისტია. გვჯერა, რომ მისი დახმარებით ეროვნულ ლიგა 2-შიც წარმატებით და ღირსეულად ვითამაშებთ“, – ამბობს ბარათაშვილი.
39 წლის სანაიას ეროვნული ლიგის გუნდებში მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია და ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპეციალისტია. 2015 წლიდან ფოთის „კოლხეთს“ ავარჯიშებდა, რომელიც ზაფხულში საკუთარი სურვილით დატოვა.