გეგეჭკორი ბათუმის „დინამოს“ დაუბრუნდა - ფოტორეპორტაჟი ზღვისპირელთა ვარჯიშიდან
ახალი სეზონისთვის ბათუმის „დინამო“ მზადებას თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე განაგრძობს. გია გეგუჩაძე აქცენტს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე აკეთებს.
გუნდს ლევან გეგეჭკორი დაუბრუნდა, ბათუმელთა მარჯვენა მცველი 15 ივლისს ფოთის „კოლხეთთან“ ტესტ-მატჩში მძიმედ დაშავდა – ექიმებმა წვივის მოტეხილობა და იოგების დაზიანება დაუფიქსირეს.
26 წლის ფეხბურთელმა 2020 წლის 27 ივლისს თურქეთში ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, სარეაბილიტაციო პროცესს კი 5 თვე დასჭირდა. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები მცველი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადება.
ბათუმელებთან ერთად ვარჯიშობენ ახალწვეულები – გოგა ჩაბრაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი ზარია, სანდრო ალთუნაშვილი, რაფაელ ჩუკვურა, ოლეკსანდრ აზაცკი, ლაზარე კუპატაძე, ასევე ვარშავის „ლეგიას“ ყოფილი თავდამსხმელი ვამარა სანოგო, ხოლო გრაცის „შტურმის“ ფლანგის ფორვარდი ლუკას გროცურეკი საქართველოშია, თუმცა კარანტინში იმყოფებოდა და გუნდს 26 იანვარს შეუერთდება.