გეგა დიასამიძე 2018 წლიდან “საბურთალოში” ითამაშებს. ეს სატრანსფერო სიახლე თბილისის “ლოკომოტივის” ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა 1 არხთან თავად დაადასტურა.
“დიახ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. მქონდა სხვა გუნდების შემოთავაზებები, მაგრამ საბოლოოდ, “საბურთალოში” თამაში ვამჯობინე, რადგან ძალიან ამბიციური და საინტერესო გუნდი ყალიბდება” – ამბობს გეგა დიასამიძე.
დიასამიძემ გასული სეზონი გამორჩეულად ჩაატარა – 25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა “ლოკომოტივის” მაისურით 4 გოლი გაიტანა და კლუბის შემადგენლობაში, ყველაზე მეტი, 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.