გაზეთი „ტელეგრაფი“ - „ბარსელონამ“, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს #1TVSPORT
28 სექტემბერს „ბარსელონას“ ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ქრთამის მიცემაში. კატალონიური კლუბი ბრალდებულად მიიჩნიეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე ნეგრეირას საქმეში.
როგორც ბრიტანული გაზეთი The Telegraph-ი წერს, საქმე შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ „ბარსელონა“ გაქრეს მსოფლიოს საფეხბურთო რუკიდან.
„ბრალის აღიარების შემთხვევაში, დამნაშავეები სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას მიიღებენ. თავად „ბარსელონა“ შეიძლება ჩამოაშორონ პროფესიული საფეხბურთო კლუბის რანგში მოღვაწეობას, რაც, დიდი ალბათობით, 124-წლიანი ისტორიის კლუბის გაკოტრებას გამოიწვევს“, – წერია გაზეთში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ კატალონიურ კლუბს ჯერ არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება მის მიმართ დაწყებულ სასამართლო გამოძიებაზე და ამ მომენტისთვის თავს იკავებს საჯარო კომენტარებისგან.