კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, ქართულ მედიასაც. ბოლო ცნობით, საქართველოში გამომავალ უძველესი სპორტული გაზეთი, „ლელოს“ გამოცემა დროებით შეჩერდა.
ამის შესახებ გამოცემის რედაქციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გაზეთი პარასკევს არ გამოვა.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაზეთ „ლელოს“ პარასკევის ნომერი არ გამოვა. ელექტრონული გვერდი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით. გაზეთის გამოსვლის თარიღს ვებ-გვერდის შეშვეობით შეგატყობინეთ მეშვეობით“ – წერია გაზეთის საგანგებო განცხადებაში.
როგორც შევიტყვეთ, გაზეთ „ლელოს“ პარასკევის ნომრის არგამოსვლა იმ გადაწყვეტილებას და იძულებით შეზღუდვებს უკავშირდება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რთული ვითარების გამო, საქართველოს მთავრობამ შემოიღო – ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა, დაიხურება. სავაჭრო ცენტრების დახურვა კი გაზეთის გავრცელებას თითქმის შეუძლებელს ხდის.
ქართული სპორტული გაზეთი „ლელო“ წელს 86 წლის ხდება – გამოცემის. პირველი ნომერი 1934 წლის 13 აპრილს გამოვიდა.