გავიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
გავიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ბარსელონას“ 18 წლის ნახევარმცველი გავი 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს კატალონურ კლუბთან. გარიგება შეთანხმებული და დამტკიცებულია, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ერთი მილიარდი ევრო ჩაიწერება.

გავი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში გასული წლის ზაფხულიდან თამაშობს. მან 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველის ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.