საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემთხვევაში, „ბარსელონას“ ცენტრალური ნახევარმცველი გავი მოედანზე სპეციალური დამცავი ჩაფხუტით გავა, – ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, გავიმ მარჯვენა ყურზე ტრავმა მიიღო და ხუთი ნაკერი დასჭირდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებულიყო და დამცავი ჩაფხუტით სრული დატვირთვით ევარჯიშა“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ფეხბურთელის კომენტარიც გაავრცელა.
„ჭრილობა უკვე მიხორცდება და თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. სპეციალური ჩაფხუტით ვვარჯიშობ, ცოტა არაკომფორტულია, მაგრამ ასე თამაშს შევეჩვიე“, – განმარტავს გავი, რომელსაც ვარჯიშის წინ ეროვნული ნაკრების ექიმი კლაუდიო ვასკესი ეხმარება, რომ ჩაფხუტი კარგად მოირგოს და არ შეაწუხოს.