გაუგებარია, ეს აბსურდული დასკვნები საიდან გამოიტანა - „სამტრედიას“ ყოფილი კაპიტანი ხორვატი თანაგუნდელის კომენტარს გამოეხმაურა #1TVSPORT
გაუგებარია, ეს აბსურდული დასკვნები საიდან გამოიტანა - „სამტრედიას“ ყოფილი კაპიტანი ხორვატი თანაგუნდელის კომენტარს გამოეხმაურა #1TVSPORT

„სამტრედიას“ ყოფილმა კაპიტანმა, გიგი იოსელიანმა გუნდის ექს-თავდამხმელის, ნიკოლა პრელჩეცის მიერ ხორვატულ გამოცემა Glasistre-ში მიცემულ ინტერვიუზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და თანაგუნდელი მკაცრად გააკრიტიკა.

„სამტრედიას“ ყოფილმა ლეგიონერმა, ხორვატმა ფორვარდმა ნიკოლა პრელჩეცმა ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელებს მენტალიტეტი დაუწუნა და თქვა, რომ წაგებაზე არ დარდობდნენ.

„არ ვიცი, ასეთი რამ რატომ უნდა ეთქვა. არც ისი ვიცი, ეს ინტერვიუში სინამდვილეში რა კონტექსტში თქვა და როგორ მოგვიხსენია, მაგრამ თუ კი ეს მისი აზრია, მას ნამდვილად არ აქვს სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიგი იოსელიანმა.

31 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა გუნდში ხორვატი მოთამაშის პრობლემები გაიხსენა: 

„პირველ რიგში მასთან ვერ მყარდებოდა კომუნიკაცია, რადგან არცერთი ენა არ იცოდა, ვერ ისმენდა და ვერ იზიარებდა ჩვენს საუბრებს. ამიტომ გაუგებარია, ეს აბსურდული დასკვნები საიდან და როგორ გამოიტანა. მას ძალიან ბევრ რთულ ვითარებაში გუნდი გვერდში დაუდგა და საწყენიცაა მისგან ამის მოსმენა, მეტს ვერაფერს ვიტყვი“.