გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა
გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა

კარდიფ სიტის არგეტინელი თავდამსხმელის, ემილიანო სალასა და მფრინავის, დევიდ იბოტსონის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. კუნძულ გერნსის პოლიციაში აცხადებენ, რომ „აქტიური ძებნა აღარ მიმდინარეობს“, რადგან დაკარგული ადამიანების ცოცხლად აღმოჩენის შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლია.

მცირე ზომის თვითმფრინავში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან უელსში მიფრინავდა, მხოლოდ ისინი ისხდნენ. თვითმფრინავი რადარებიდან ლა მანშის თავზე გაუჩინარდა.

„მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაწიეს, მფრინავი, მგზავრი ან თვითმფრინავის რაიმე ნაწილი ვერ აღმოვაჩინეთ“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 წლის ემილიანო სალა ფრანგული ნანტიდან უელსურ კარდიფ სიტიში გადავიდა.