იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თავდამსხმელი ირვინგ ლოსანო ვარჯიშიდან გააგდო, იტყობინება „კორიერე დელო სპორტი“.
წყაროს ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესისადმი ზერელედ მიდგომისათვის დაითხოვა. ლოსანო მსგავს ქმედებებში ადრეც ყოფილა შემჩნეული. კლუბში 24 წლის მექსიკელის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს „ნაპოლი“ იტალიის თასის ფინალში ტურინის „იუვენტუსს“ რომში დაუპირისპირდება.