გატუზომ „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი გაფორმებიდან სამ კვირაში გაწყვიტა #1TVSPORT
„ფიორენტინამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯენარო გატუზომ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ბოლო პერიოდში პრესაში იწერებოდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და ახალდანიშნულ მწვრთნელს შორის უთანხმოება მოხდა.
43 წლის სპეციალისტმა „ფიორენტინა“ ჯუზეპე იაკინისგან ჩაიბარა და კონტრაქტი 25 მაისს გააფორმა. გატუზოს მთავარი მწვრთნელის უშუალო მოვალეობის შესრულება პირველი ივლისიდან უნდა დაეწყო.
იტალიის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონი „ფიორენტინამ“ მე-13 ადგილზე დაასრულა, გატუზოს გაწვრთნილმა „ნაპოლიმ“ კი მეხუთეზე.