„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ატალანტასთან“ წაგებული (0:2) შეხვედრა შეაფასა.
„„ატალანტას“ კი არ დაუწყია მატჩი კარგად, არამედ ჩვენ თავიდანვე უამრავი შეცდომა დავუშვით. ფეხბურთელები ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, რის გამოც უაღრესად იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლების აშკარა უპირატესობა იგრძნობოდა“, – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს DAZN. – „ჩვენი ფეხბურთელებიდან გამომდინარე, ბევრად უკეთეს შედეგს უნდა ვაჩვენებდეთ. გუნდი ფიქრობდა მსაჯთან კამათზე და არა თამაშზე. კიდევ ძალიან არ მომეწონა ფეხბურთელების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება“, – დაასრულა გატუზომ.