იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო აცადებს, რომ მის გუნდს „ბარსელონას“ კარში მეტი გოლის გატანა შეეძლო.
„ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით და ბურთს ვფლობდით, ამიტომ ძალიან დასანანია, რომ მეტის გატანა ვერ შევძელით. ჩვენ „ბარსელონას“ თითქმის არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით, თუმცა მათ ერთი დარტყმაც ეყოთ, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ. „ბარსელონასთან“ შეცდომების დაშვება არ შეიძლება, თუმცა შანსი იმისა, რომ ჩვენ გოლს არ გავუშვებდით, დღეს საკმაოდ დიდი იყო. მეოთხედფინალში გასვლისთვის ბრძოლა „ნაპოლის“ მოვალეობაა“, – განაცხადა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის 1-1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 18 მარტს ბარსელონაში გაიმართება.