გატუზო ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
გატუზო ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ნეაპოლურ კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, – იუწყება Gazzetta dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა  კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს, რომელიც ორწლიან ხელშეკრულებას ითვალისწინებს.

ახალი შეთანხმების თანახმად, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი სეზონში 1.9 მილიონ ევროს მიიღებს.

გატუზოს მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

ჯენარომ „ნაპოლი“ 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა და ამ პოზიციაზე ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი შეცვალა.

იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში „ნაპოლიმ“ ოთხ მატჩი ჩაატარა, რვა ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.