გატუზო - „ნაპოლი“ ძველებურად უნდა ათამაშდეს
გატუზო - „ნაპოლი“ ძველებურად უნდა ათამაშდეს

„ნაპოლის“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გუნდთან დაკავშირებულ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

„მე ვაკვირდებოდი გუნდს, რომელიც კოლეგებთან ერთად უნდა ჩამებარებინა, ამიტომ გულდასმით ვმუშაობდით, – ციტირებს გატუზოს Football Italia. – ჩვენ საკუთარი ფილოსოფია გვაქვს და გვინდა, რომ „ნაპოლი“ ძველებურად ათამაშდეს, განსხვავებული სქემით.

ხშირად გამიგონია, ხალხი ამბობს, რომ ეს ჩვენი ბოლო შანსია, მაგრამ ასეთი რამ სპორტში არ არსებობს, ჩვენ უბრალოდ ფეხბურთელები საჭირო კალაპოტში უნდა დავაბრუნოთ.

მინდა 4-3-3 სქემით ვითამაშოთ, სამკაპა შეტევით. მინდა, რომ ცენტრში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდეთ და ჩვენზე კი ზეწოლა მინიმალური იყოს.“