ინგლისელმა მსახიობმა გარი ოლდმენმა საჩუქრად მიიღო “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის მარკუს რეშფორდის მაისური, რომელსაც ფეხბურთელის ავტოგრაფიც ამშვენებს.
ინგლისური კლუბის ოფიციალურმა “ტვიტერმა” განათავსა ოლდმენის ფოტო, რომელშიც მსახიობს რეშფორდის მაისური აცვია და ხელში “ოსკარის” ქანდაკება უჭირავს. ოლდმენმა ეს პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ფილმში – “მძიმე დროება”.
“როგორ შეიძლება აღნიშნო “ოსკარის” მოგება? რა თქმა უნდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” საყვარელი ფეხბურთელის მაისურით! შესანიშნავი სვლაა, მარკუს რეშფორდ, და ჩვენი მილოცვა, გარი”, – წერია “მანჩესტერ იუნაიტედის” “ტვიტერზე”.