გარეტ საუტგეიტმა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გარეტ საუტგეიტის ხელმძღვანელობით გამოაცხადა შემადგენლობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მარტის მატჩებისთვის. 25 მარტს ინგლისელები შინ მიიღებენ სან მარინოს ნაკრებს, 28 მარტს გასვლაზე შეხვდებიან ალბანეთს, 31 მარტს კი უმასპინძლებენ პოლონეთს.
ინგლისის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები – დინ ჰენდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი), სემ ჯონსტონი (ვესტ ბრომვიჩი), ნიკ პოუპი (ბარნლი);
მცველები – ბენ ჩილუელი (ჩელსი), კონორ კოადი (ვულვერჰემპტონი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო, ესპანეთი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);
ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, გერმანია), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯესი ლინგარდი (ვესტ ჰემი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჯეიმს უორდ-პროუსი (საუთჰემპტონი);
ფორვარდები – დომინიკ კალვერტ-ლიუინი (ევერტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).