გარეტ საუტგეიტმა კაილ უოკერს ინგლისის ნაკრების კარი სამუდამოდ დაუკეტა
„მანჩესტერ სიტის“ მცველ კაილ უოკერს ცოტა ხნის წინ მომხდარი სკანდალის გამო, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოიძახებენ, – წერს გამოცემა „დეილი სთარი“.
რამდენიმე დღის წინ, კორნავირუსის კარანტინის დროს, უოკერმა შინ ორი მეძავი გამოიძახა, რომლებმაც ფეხბურთელის სახლში რამდენიმე საათი გაატარეს. მეორე დღეს, „სიტის“ მოთამაშემ, თითქოს არაფერი მომხდარაო, ვიდეომიმართვის საშუალებით მოუწოდა ფანებს – დაიცვან კორონავირუსთან ბრძოლისთვის ყველა რეკომენდაცია და სახლში დარჩნენ.
მოგვიანებით, უოკერმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელისთვის, მაგრამ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუტგეიტი უკმაყოფილო დარჩა ფეხბურთელის საქციელით და აღარასოდეს გამოიძახებს მას ეროვნულ გუნდში.
კაილ უოკერს ინგლისის ნაკრებში 48 მატჩი აქვს ჩატარებული.