გარეტ საუტგეიტმა ბელგიასთან და ბრაზილიასთან მატჩებისთვის ორი დებიუტანტი გამოიძახა #1TVSPORT
გარეტ საუტგეიტმა ბელგიასთან და ბრაზილიასთან მატჩებისთვის ორი დებიუტანტი გამოიძახა #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა გამოაქვეყნა განაცხადი მარტის ამხანაგური მატჩებისთვის.

ამჯერად, ინგლისელთა გუნდში ორი დებიუტანტია – „ევერტონის“ ცენტრალური მცველი ჯარედ ბრენტვეიტი და „ნიუკასლის“ შემტევი ენტონი გორდონი.

ასევე აღსანიშნავია 8-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებში აივენ ტონის დაბრუნება და ჯო გომესის გამოჩენა ეროვნულ გუნდში – პირველად 2020 წლის შემდეგ.

მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), სემ ჯონსტონი (კრისტალ პალასი), აარონ რემსდეილი (არსენალი);

მცველები – ჯარედ ბრენტვეიტი (ევერტონი), ბენ ჩილველი (ჩელსი), ლუის დანკი (ბრაიტონი), ჯო გომესი (ლივერპული), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (რეალი, ესპანეთი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ჯორდან ჰენდერსონი (აიაქსი, ნიდერლანდები), ჯეიმს მედისონი (ტოტენჰემი), დეკლან რაისი (არსენალი);

ფორვარდები – ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), კოულ პალმერი (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), აივენ ტონი (ბრენტფორდი).

ინგლისი 23 მარტს შეხვდება ბრაზილიას და 26 მარტს – ბელგიას. ორივე შეხვედრა „უემბლიზე“ გაიმართება.