გარეტ საუტგეიტი - ინგლისი ძალიან კარგად თამაშობდა, დასასრული კი ჯილდო აღმოჩნდა თავდადებისთვის #1TVSPORT
გარეტ საუტგეიტი - ინგლისი ძალიან კარგად თამაშობდა, დასასრული კი ჯილდო აღმოჩნდა თავდადებისთვის #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა კომენტარი გაუკეთა თავისი გუნდის მოგებას ევრო 2024-ის ნახევარფინალში ნიდერლანდების წინააღმდეგ (2:1).

„ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით. თამაში რთული იყო, გვიწევდა საკუთარი მიდგომის შეცვლა, განსაკუთრებით დაცვაში თამაშისას. მუდმივად გვჭირდებოდა ადაპტირება და ფეხბურთელები ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

დასასრული განსაკუთრებული გამოდგა გუნდისთვის და ჯილდო გახდა იმის სანაცვლოდ, როგორც ის იხარჯებოდა თამაშისთვის.

მთავარია, რომ ყველა მოთამაშე მზად არის მოედანზე გასასვლელად. გვეჩვენებოდა, რომ ძალები არ გვყოფნიდა და ზეწოლას ვამცირებდით, თან ჰარი კეინმა დარტყმა მიიღო. ოლი უოტკინსს შეუძლია კარგი პრესინგი, აგრეთვე ჩარბენები მცველების ზურგს უკან. ვიგრძენით, რომ წარმატებული მომენტი დადგა იმისთვის, რათა ეს ვარიანტი გვეცადა. ძალიან მიხარია, რომ ოლიმ დიდების საკუთარი წუთები მიიღო“, – განაცხადა საუტგეიტმა.