გარეტ საუტგეიტი დარწმუნებული არ არის, რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
გარეტ საუტგეიტი დარწმუნებული არ არის, რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა დაუშვა კორონავირუსის გამო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გაუქმების შეაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის მიზეზით, ტურნირის ჩატარება 2021 წლისთვის გადაიდო.

„შეუძლებელია დარწმუნებით იმის თქმა, რომ მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ასევე არ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ იმაში, ის იმ ფორმატში ჩატარდება, როგორიც აქამდეა დამტკიცებული“, – მოჰყავს საუტგეიტის სიტყვები „დეილი მეილს“.

ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი D ჯგუფში ითამაშებს ხორვატიასთან, ჩეხეთთან და C ლიგის პლეი ოფის გამარჯვებულთან.

დატოვე კომენტარი