მსოფლიოს ყოფილმა ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა დემონსტრაციულად გამოუცხადა პროტესტი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის დროს.
ეს მატჩი ბეილისთვის ზედიზედ მეოთხე იყო, რომელიც მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ამიტომაც მხიარულობდა, ჭამდა და სვამდა, ერთხელ კი კამერებმა იმ მომენტში დააფიქსირეს, როცა უელსელი სკამებზე იყო გადაწოლილი და თვალებზე პირბადე ეკეთა, რითაც ძილის იმიტაცია მოახდინა.
როცა ზიდანმა მეხუთე ცვლილება გამოიყენა და მოედანზე ახალგაზრდა ბრაიმ დიასი შეუშვა, ბეილმა კამერაში გულიანად გაიცინა.
ბრიტანელი ფეხბურთელის კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ხელშეკრულების თანახმად, ბეილი კვირაში 350 ათას ევროს გამოიმუშავებს.