გარეტ ბეილის აგენტმა ფეხბურთელის „რეალიდან“ წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ შემტევის გარეტ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა გამოაცხადა, რომ უელსელი ამ სეზონის შემდეგ დატოვებს ესპანურ კლუბს.
„ის მიდის „რეალიდან“, რაც შეეხება უელსის ნაკრებს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გავა თუ არა გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე. სწორედ მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას.
დაბრუნდება თუ არა გარეტი ინგლისში? ვფიქრობ, ასე მოხდება, მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ უელსის ნაკრების გამოსვლას“, – განაცხადა ბარნეტმა.
ამ სეზონში 32 წლის ბეილმა შვიდი მატჩი ჩაატარა „რეალის“ რიგებში და ერთი გოლი გაიტანა.