მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანსა და უელსელ ფეხბურთელ გარეტ ბეილის აგენტ ჯონათან ბარნეტს შორის კონფლიქტი წარმოიშვა.
ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ ბეილი მალე წავა. ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ყველასთვის. ჩვენ ვმუშაობთ მის ტრანსფერზე“.
ეს სიტყვები ბარნეტს ძალიან არ მოეწონა.
„ზიდანი – სამარცხვინოა. ის სრულ უპატივცემულობას გამოხატავს იმ მოთამაშის მიმართ, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა „რეალისთვის“. დატოვებს თუ არა ბეილი მადრიდს? ჩვენ ვმუშაობთ ამაზე“, – განაცხადა სააგენტო „ეი ეფ პისთან“ (AFP) კომენტარში ბარნეტმა.
ბეილმა „რეალში“ 231 მატჩი ჩაატარა, 102 გოლი გაიტანა და 62 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. უელსელმა გუნდთან ერთად 13 ტიტული მოიპოვა.