გარეტ ბეილი კრიშტიანუ რონალდუს "მაკრატელას" ურეაქციოდ შეხვდა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა არანაირი სიხარული არ გამოხატა კრიშტიანუ რონალდუს ეფექტურ გოლზე ტურნირის “იუვენტუსის” კარში. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში “მაკრატელათი” გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს და იტალიელი გულშემატკივრების აღტაცებაც კი გამოიწვია.

მატჩის განხილვისას, ესპანელმა ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ გოლის აღნიშვნა “რეალის” სათადარიგოთა სკამზე მყოფმა ყველა ფეხბურთელმა დაიწყო, ბეილი კი გოლს ურეაქციოდ და გულგრილად შეხვდა.