„გარეჯმა“ „მარსელის“ ყოფილი თავდამსხმელი და „დინამოს“ ექსკაპიტანი დაიმატა #1TVSPORT 
„გარეჯმა“ „მარსელის“ ყოფილი თავდამსხმელი და „დინამოს“ ექსკაპიტანი დაიმატა #1TVSPORT 

საგარეჯოს „გარეჯი“ ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ ორი გამოცდილი მოთამაშით გაძლიერდა – ერთი ლეგიონერია, მეორე – ქართველი.

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდის ღირსებას გი კასა გნაბუიუ დაიცავს. 32 წლის თავდამსხმელი კოტ-დივუარელია, მაგრამ საფრანგეთში გაიზარდა, რომელსაც 2009 წელს საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და 2010 წელს „მარსელში“ საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა. ასევე თამაშობდა „ორლეანში“, „პარიზში“, ტურკუს „ინტერში“, ბერძნულ „ირაკლისში“, „პეტრულულში“ და სხვა ევროპულ გუნდებში აქვს კარიერა გატარებული.

გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ლაშა თოთაძეა, რომელიც „გარეჯში“ 30-ნომრიან მაისურს მოირგებს. გამოცდილმა მცველმა კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, 2008 წელს გადავიდა კიევის „დინამოში“, სადაც მხოლოდ მეორე გუნდში ითამაშა. ასევე ითამაშა უნგრულ „დიორსა“ და „ლომბარდ-პაპაში“, გორის „დილაში“, ბათუმის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“, იყო „დინამო თბილისის“ კაპიტანი და გუნდში მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ კახაბერ ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. 2015 წლის ივლისში, ექვსთვიანი იჯარით „საბურთალოს“ შეუერთდა, ბოლო პერიოდში „სამტრედიაში“, „აქტობესა“ და „გაგრაში“ თამაშობდა.